ახალი ტექნოლოგიები




ტექნოლოგია

არის მეცნიერება იმ იარაღების, პროცესებისა და მეთოდების შესახებ, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების და ობიექტების დამზადებისათვის, რაიმეს წარმოების მიზნით. სხვაგვარად, ტექნოლოგია ეს არის ნივთიერებისენერგიის დაინფორმაციის გადამუშავების ხერხი.
ადამიანის პრაქტიკული საქმიანობა საჭმლის მომზადებიდან დაწყებული და სახლის მშენებლობით დამთავრებული დამოკიდებულია რთულ ტექნოლოგიურ სისტემებზე, რომლებიც 5 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. პირველყოფილი შრომის იარაღების დამზადება, ცეცხლის მოხმარება, რკინის დნობა, ბორბლის გამოყენება, ტანსაცმლის კერვა და სხვა, პირველი ტექნოლოგიური პროცესებია, რომლის გამოყენებაც ადამიანმა დაიწყო,
ტექნოლოგიების განვითარების პროცესში გარდატეხა შეიტანა ისეთმა მოვლენებმა, როგორებიც იყო: ორთქლის ძრავის გამოგონება 1712 წელს, ელექტრობისა და შიგა წვის ძრავის გამოყენება 1800–იან წლებში, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ელექტრონიკის განვითარება ბოლო ათწლეულებში, ასევე ატომური და კოსმოსური ტექნიკა და ტექნოლოგიები.

No comments:

Post a Comment